ECA ფიფას აკრიტიკებს

ევროპის კლუბების კავშირმა (ECA) მსოფლიო თასზე გუნდების რაოდენობის გაზრდის გამო ფიფას მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა

649250
ECA ფიფას აკრიტიკებს

ევროპის კლუბების კავშირმა (ECA) მსოფლიო თასზე გუნდების რაოდენობის გაზრდის გამო ფიფას მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა.

კავშირის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2026 წლიდან მსოფლიო თასზე 32-დან 48-მდე გაზრდილი ნაკრებების რაოდენობა საჭიროა გადაიხედოს. „32 ნაკრებიანი ფორმატის შეცვლაში ვერაფერ სასარგებლოს ვხედავთ. მსოფლიო თასამდე ჯერ კიდევ 9 წელია და მიუხედავად ამისა ამგვარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების არავისთან შეთანხმების გარეშე სასწრაფოდ მიღება გასაოცარია.“-ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია რომ გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალში სანანებელი გახდეს.

„ეს გადაწყვეტილება სპორტულ მიზეზებზე მეტად პოლიტიკური ზეწოლით არის მიღებული. ჩვენი კავშირი ამ თვის ბოლოს გასამართ მმართველი საბჭოს შეხვედრაზე ახალი ფორმატის შედეგებს დეტალურად განიხილავს.“ -აღნიშნულია განცხადებაში.

ფიფას საბჭოს  მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მსოფლიო თასზე ახალი სტატუსის შესაბამისად სამ წევრიან 16 ჯგუფში მებრძოლი 48  ნაკრებიდან 32 ზედა ტურში გადავა. ამ ეტაპის შემდეგ დაიწყება შესარჩევი ტიპის მატჩები.



მსგავსი ინფორმაციები