ჯუნეით ჩაქირი ბაიერ ლევერკუზენის და ტოტენჰემ ჰოტსპურის შეხვედრას უმსაჯებს
თურქი მსაჯი ჯუნეით ჩაქირი უეფას ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში გერმანიის ბაიერ ლევერკუზენის და ინგლისის ტოტენჰემ ჰოტსპურის შეხვედრას უმსაჯებს
591329
უეფას სერტიფიკატის მქონე თურქი მსაჯი ჯუნეით ჩაქირი უეფას ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში გერმანიის ბაიერ ლევერკუზენის და ინგლისის ტოტენჰემ ჰოტსპურის შეხვედრას უმსაჯებს.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2016 წლის 18 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში მდებარე არენა ბაიზე თურქეთის დროით 21.45 საათზე დასაწყებ მატჩში ჩაქირის დაეხმარებიან ბაჰათინ დურანი და ტარიქ ონგუნი.
შეხვედრის მეოთხე მსაჯი ემრე ეისოი, დამატებითი დამხმარე მსაჯები კი ჰუსეინ გოჩექი და ბარიშ შიმშექი იქნებიან.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა უელსის მატჩისთვის მზადება დაიწყო
თურქეთის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა უელსის მატჩისთვის მზადება დაიწყო