ბეშიქთაში - დინამო კიევი

ბეშიქთაშმა უეფას ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მეორე მატჩში უკრაინის დინამო კიევთან შეხვედრა გამართა

579305
ბეშიქთაში - დინამო კიევი

ბეშიქთაშმა უეფას ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მეორე მატჩში უკრაინის დინამო კიევთან შეხვედრა ფრედ 1-1 დაასრულა.

გოლები ბეშიქთაშიდან 29-ე წუთზე რიკარდო ქუარესმამ, ხოლო მოწინააღმდეგე გუნდიდან კი 65-ე წუთზე ვიქტორ ციგანკოვმა გაიტანეს.

ბეშიქთაში ჩემპიონთა ლიგის მესამე კვირის შეხვედრაში იტალიის ნაპოლის შეებრძოლება.

ამავდროულად, უეფას ევროპის ლიგაში მოასპარეზე თურქული გუნდები დღეს შეხვედრებს გამართავენ.

ფენერბაჰჩე ჰოლანდიის ფეიენორდს შეხვდება. მატჩი თურქეთის დროით 22.05 საათზე დაიწყება და იგი TRT 1-ის არხითა და TRT Radyo 1-ით იქნება ტრანსლირებული.  

თურქეთის დანარჩენი წარმომადგენლები ათიქერ ქონიასპორი ბელგიის გენტს, ოსმანლისპორი შვეიცარიის ციურიხს შეხვდებიან.

მატჩები 20.00 საათზე დაიწყება და TRT Radyo 1-ის ეთერით იქნება გადაცემული.


საკვანძო სიტყვები: #ბეშიქთაში , #დინამო კიევი

მსგავსი ინფორმაციები