თურქეთმა ხორვატიასთან გასვლითი შეხვედრა გამართა
თურქეთმა, 2018 წლის ფიფას მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი მატჩების I ჯგუფში პირველი გასვლითი შეხვედრა ხორვატიასთან ფრედ 1-1 დაასრულა
566350
თურქეთმა, 2018 წლის ფიფას მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი მატჩების I ჯგუფში პირველი გასვლითი შეხვედრა ხორვატიასთან ფრედ 1-1 დაასრულა.
დედაქალაქ ზაგრებში მაქსიმირის სტადიონზე გამართულ მატჩში 44-ე წუთზე გოლი რაკიტიჩმა გაიტანა. თურქეთის ნაკრებმა კი 45+3 ზე ჩალჰანოღლუს მიერ გატანილი გოლით ანგარიში ფრედ 1-1 დაასრულა.
შეხვედრის პოლონელმა მსაჯმა შიმონ მარცინიაკმა მატჩის ბოლოს 6 წუთიანი დამატებითი დრო დანიშნა. მარცინიაკის ამ გადაწყვეტილებამ თურქეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის ფათიჰ ტერიმისა და ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია.
იმის გამო, რომ მატჩის მეორე ტაიმში ბრძოლა დიდხანს არ შეჩერებულა მსაჯის ამ გადაწყვტილებამ გაოცება გამოიწვია.