სუპერთასი გალათასარაის ერგო
მან პენალტების სერიით დაამარცხა ბეშიქთაში
551512
გუშინ ქალაქ კონიის მერიის სტადიონზე თურქეთის რიგით მე-10 სუპერთასის გათამაშება მოხდა მიმდინარე სეზონის ჩემპიონ სტამბოლის ბეშიქთაშსა და თასის მფლობელ გალათასარაის შორის.
ამ მეტად დაძაბული და საინტერესო მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი კლუბებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს.
ბოლოს პენალტების სერია გაიმართა და გალათასარაიმ ანგარიშით 3:0 დაამარცხა რა მეტოქე, ამით მეხუთედ დაეუფლა სუპერთასს