მეორე ფინალისტიც გამოვლინდა

საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა

525354
მეორე ფინალისტიც გამოვლინდა

საფრანგეთში მიმდინარე ევრო-2016 ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა მასპინძელ საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის და ეს მეტად საინტერესო და დაძაბული თამაში ანგარიშით 2:0 საფრანგეთმა მოიგო რა, მეორე ფინალისტი გახდა.

თამაშს ქალაქი მარსელი მასპინძლობდა და გოლები 45-ე და 72-ე წუთებზე გრიზმანმა გაიტანა. ამით მან ამ ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა.

საფრანგეთ-პორტუგალიას შორის ფინალური მატჩი კვირადღეს გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები