თურქეთის ეროვნული ნაკრები ბელორუსიაში ჩავიდა

ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

502651
თურქეთის ეროვნული ნაკრები ბელორუსიაში ჩავიდა

2016 წლის FIBA-ს ქალთა ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლების მოპოვების მცდელობაში მყოფი თურქეთის ქალ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელორუსიაში ჩავიდა. 13-19 ივნისს ჩასატარებელ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო მატჩების დაწყებამდე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ  ნანტში გაიმართება, თურქეთის ეროვნული ნაკრები მანამდე ბელორუსიაში სხვა საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი დედაქალაქ მინსკში გაიმართება. თურქეთის ქალ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ამ  ტურნირის ფარგლებში ახალ ზელანდიასთან, იაპონიასთან და მასპინძელ ბელორუსიასთან გამართავს მატჩებს. ტურნირი ორ დღეს გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები