რეალს და ატლეტიკოს ტრანსფერი აეკრძალათ

რეალს და ატლეტიკოს ტრანსფერი აეკრძალათ

422979
რეალს და ატლეტიკოს ტრანსფერი აეკრძალათ
FIFA-მ ესპანური კლუბებიდან რეალ მადრიდისა და მადრიდის ატლეტიკოს ახალი ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა. FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ გუნდებს ახალი ტრანსფერის განხორციელება არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერის დარღვევების გამო აუკრძალა. FIFA-ს ვებგვერდზე ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეალს 900 ათასი, ხოლო ატლეტიკოს 360 ათასი დოლარის ჯარიმაც დაუწესდა. აღნიშნულ კლუბებს ზემოთ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით 90 დღის განმავლობაში აპელაციის შეტანა შეუძლიათ. შეგახსენნებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება FIFA-მ ასევე ესპანურ კლუბ ”ბარსელონა”-საც დაუწესა.


მსგავსი ინფორმაციები