მესუტ ოზილი კვლავ პირველია
იგი მეოთხედ გახდა გერმანიის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი
422989
გერმანიის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად 2015 წლის სეზონში მეოთხედ არჩეულ იქნა თურქი წარმოშობის ფეხბურთელი მესუტ ოზილი, რომელიც ამჟამად ინგლისის არსენალში თამაშობს და ამის პარალელურად გერმანიის ნაკრების წევრიცაა.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ინტერნეტ გვერდის მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის მიზნით ჩატარებულ კენჭისყრაზე მესუტმა ხმების 46% მოაგროვა.
ოზილი ქვეყნის პირველი ფეხბურთელი გახდა ასევე 2011, 2012 და 2013 წლებში.
2010 წელს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად ბასტიან შვაინსტეგერი, 2014 წელს კი ტონი კროსი იქნა არჩეული