გუშინ კალათბურთში მესამე თამაშები გაიმართა

თურქეთმა გერმანია 80-75 დაამარცხა

376710
გუშინ კალათბურთში მესამე თამაშები გაიმართა

თურქეთის კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, B ჯგუფში მესამე მატჩი გერმანიასთან გამართა და მატჩი თურქეთის სასარგებლოდ 80-75 დასრულდა. თურქეთ-გერმანიის მატჩი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა. თურქეთის ნაკრები ამ გამარჯვებით ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. მეორეს მხრივ B ჯგუფში გამართული მატჩებიდან იტალიამ ესპანეთი 105-98, ხოლო სერბეთმა ისლანდია 93-64 დაამარცხა რა, ეს სერბეთის მესამე გამარჯვება გახლდათ, რითაც მან ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა. C ჯგუფში კი საბერძნეთმა, რომელმაც საქართველოსთან გამართული თამაშით მესამე შეხვედრაშიც გაიმარჯვა, ჯგუფის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. C ჯგუფში გამართული სხვა მატჩები ასეთი ანგარიშებით დასრულდა, სლოვენია-ჰოლანდია 81-74, ხორვატია-მაკედონია 73-55.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები