FIFA-ს თავმჯდომარე ბლატერი თანამდებობას არ ტოვებს

FIFA-ს თავმჯდომარე ბლატერი თანამდებობას არ ტოვებს

297280
FIFA-ს თავმჯდომარე ბლატერი თანამდებობას არ ტოვებს

FIFA-ს თავმჯდომარე ბლატერი თანამდებობას არ ტოვებს.

საფეხბურთო სამყაროს შოკისმომგვრელი კორუფციის ბრალდებების შემდეგ ზეწოლის მიუხედავად სეპ ბლატერმა განაცხადა, რომ FIFA-ს თავმჯდომარის მოვალეობას არ დატოვებს.

მისი თქმით, იგი ყველას საქციელს კონტროლს ვერ გაუწევს, თუმცა ამ ლაქის ჩამორეცხვაც მისი მოვალეობაა.

სეპ ბლატერი დღეს გასამართ FIFA-ს თავმჯდომარის არჩევნებში მეხუთედ იყრის კენჭს.

მის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა აცხადებენ, რომ ეს ფაქტი გამოცდილი სპორტსმენის კარიერაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

ბლატერს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ხოლო ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა მას გადადგომისაკენ მოუწოდა.

უეფას თავმჯდომარემ მიშელ პლატინიმ კი განაცხადა, რომ ბლატერის ისევ არჩევის შემთხვევაში, უეფასა და ფიფას ურთიერთობები გადაიხედება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები