UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების ვინაობა

245506
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების ვინაობა

 UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილი ხდება
ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გუშინ გამართულ მატჩებით უკვე ცნობილი გახდა. ბარსელონამ თავის სტადიონზე პარი სენ-ჟერმენი 2-0 დაამარცხა მაშინ როცა პირველი შეხვედრა 3-1 ბარსელონას სასარგებლოდ დასრულდა და ნახევარფინალში გავიდა. ხოლო ბაიერნ მუნიჰმა პორტუ 6-1 დაამარცხა, მაშინ როცა პირველი თამაში 3-1 პორტუს სასარგებლოდ იყო დასრულებული რა ნახევარფინალში ბაიერნ მუნიჰმა გავიდა.
მეორე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს გასამართ მატჩებით გახდება ცნობილი. დღეს მონაკო- იუვენტუსს, მადრიდის რეალი კი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს. სწორედ ამ თამაშების შემდეგ გახდება ცნობილი მეორე ორი ნახევარფინალისტი გუნდის ვინაობა. ნახევარფინალისტების დაწყვილება კი 24 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში კენჭისყრის შედეგად გახდება ცნობილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები