მურათფაშას მერიის სპორტული კლუბი ისტორიაში შევიდა

ქალთა ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ნახევარფინალში პირველად გავიდა თურქული კლუბი

265677
მურათფაშას მერიის სპორტული კლუბი ისტორიაში შევიდა

ქალთა ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ნახევარფინალში პირველად გავიდა თურქული კლუბი.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის მეოთხედ ფინალში საპასუხო შეხვედრაში მურათფაშას მერიის სპორტულმა კლუბმა გერმანიის ბუხტეჰუდერი 28-18 დაამარცხა და მომდევნო ტურში გადავიდა. ამ შედეგით მურათფაშას მერიის სპორტული კლუბი ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ნახევარ ფინალში გადასული პირველი თურქული გუნდი გახდა.

თურქეთის წარმომადგენელი ნახევრ ფინალში დანიის „თამ თვის ჰოლსტებროს“ შეხვდება. მურათფაშას მერიის სპორტული კლუბი პირველ შეხვედრას 5 აპრილს თურქეთში, საპასუხო გასვლით შეხვედრას კი 12 აპრილს გამართავს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები