კალათბურთში ყველა დროის რეკორდი მოიხსნა
დასავლეთის ნაკრებმა 163:158 დაამარცხა აღმოსავლეთის ნაკრები
219697
წუხელ გვიან ღამით დასრულდა აშშ-ს ეროვნული ჩემპიონატის კალათბურთში NBA All-Star-ის მორიგი ტურის მატჩი დასავლეთის და აღმოსავლეთის შერეულ ნაკრებებს შორის და მასზე ყველა დროის რეკორდი მოიხსნა ანგარიშში, რადგან ეს მატჩი დასრულდა ანგარიშით 163:158 დასავლეთის სასარგებლოდ.
ყველაზე მაღალი შედეგი, 41 ქულა ჩააგდო OKC Thunder-ის მოთამაშემ რასელ უესტბროოკმა და 1 ქულა დააკლდა ლოს ანჟელეს ლაკერსის ლეგენდარული მოთამაშის უიტ ჩემბერლენის მხრიდან 1962 წელს ერთ თამაშში ჩაგდებული ქულათა რაოდენობის 42 ქულიან რეკორდს