თურქებმა კვლავ ვერ გაიმარჯვეს

ისინი სასწაულსღა ელიან

156114
თურქებმა კვლავ ვერ გაიმარჯვეს



ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფარგლებში გუშინ მესამე ტურის მატჩები გაიმართა შესარჩევ ჯგუფებში და ამ ეგიდით ა ჯგუფში მოთამაშე თურქეთის ეროვნულ ნაკრებს გასვლითი თამაში ჰქონდა ლატვიის ნაკრებთან.

თურქებისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ მატჩში გამარჯვებას, რადგან, თუ წინა ორი მატჩის მსგავსად ამ თამაშსაც წააგებდნენ, მაშინ, გამოემშვიდობებოდნენ ევროპის ჩემპიონატს.

მართალია მთელი თამაში თურქების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ, გამარჯვების გოლი ვერა და ვერ გაიტანეს. საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა რა, თურქეთის ნაკრებმა ძალზედ გაირთულა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი და მხოლოდ სასწაულმა შეიძლება გადაარჩინოს ფატიჰ თერიმის გუნდი.

სამი თამაშის შემდეგ თურქეთს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

ასეთ ცუდ მდგომარეობაში თურქეთის ეროვნული ნაკრები არასოდეს ყოფილა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები