ტაშკენტი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

პირველი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოპოვებულია

118873
ტაშკენტი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს



უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც თურქმა ფალავანმა თაჰა აქგიულმა უკვე პირველი ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა. 125 კგ წონით კატეგორიაში გამოსულმა თურქმა მოჭიდავემ ფინალში 4:3 დაამარცხა ირანელი მეტოქე კომილ გასიმი და ასე გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

სამწუხაროდ ფინალში გასული მეორე თურქი სპორტსმენი იაკუბ გორი მშრალი ტექნიკური ანგარიშით 10:0 დამარცხდა რუს ხეტიკ ცაბოლოვთან და ამიტომ მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

86 კგ წონით კატეგორიაში სელიმ იაშარმა კი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ყაზახი მეტოქე ასლან კახიძე დაამარცხა და მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები