აჰმედ ალ შარა დღეს თურქეთს ეწვევა

აჰმედ ალ შარა დღეს თურქეთს ეწვევა

2236907
აჰმედ ალ შარა დღეს თურქეთს ეწვევა

სირიის არაბთა რესპუბლიკის გარდამავალი პრეზიდენტი აჰმედ ალ შარა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით დღეს თურქეთში ჩავა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა ფაჰრეთთინ ალთუნმა, თავის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ალ შარას ვიზიტთან დაკავშირებით თქვა:

„ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთ-სირიის ურთიერთობები, რომელიც აღდგა მას შემდეგ, რაც სირიამ დაიბრუნა თავისუფლება, გაძლიერდება და განზომილებას მიიღებს ბ-ნი აჰმედ ალ შარასა და მისი დელეგაციის ვიზიტით“.

ალთუნმა განაცხადა, რომ დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული მოლაპარაკებების დროს სირიის უახლესი მოვლენები განიხილება ყველა ასპექტში.

„შეფასდება ორი ქვეყნის მიერ გადადგმული ერთობლივი ნაბიჯები ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის, მდგრადი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ასევე განიხილება მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება მიეწოდოს გარდამავალ ადმინისტრაციას და სირიელ ხალხს მრავალმხრივ პლატფორმებზე“, აცხადებს ალთუნი სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები