სანტორინის მიწისძვრები
სანტორინის მიწისძვრები

საბერძნეთის კუნძულ სანტორინისა და მის გარშემო რეგიონში სეისმური აქტივობა ძლიერდება. ეგეოსის ზღვაში მომხდარი მიწისძვრების გამო, საგანგებო კომიტეტი შეიკრიბა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თავმჯდომარეობით. ვულკანურ კუნძულ სანტორინიზე ბოლო დღეებში მრავალი ვულკანური აქტივობა დაფიქსირდა. სანტორინის ჩათვლით, კიკლადის კუნძულების რეგიონში ბოლო 48 საათში 200-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. კიკლადის კუნძულებზე შეშფოთება სუფევს. საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ხელმძღვანელობით საგანგებო კომიტეტი შეიკრიბა.
სამთავრობო მოხელეებისა და ექსპერტების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში სეისმური აქტივობა და შესაძლო დიდი მიწისძვრის წინააღმდეგ მისაღები ზომები. პრევენციული ზომის სახით კიკლადის კუნძულებზე სკოლები დაიხურა და ღონისძიებები გაუქმდა. რეგიონში გაიგზავნა საძიებო-სამაშველო ჯგუფები და უპილოტო საფრენი აპარატები. შესაძლო მიწისძვრის დროს შენობების დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუზები დაიცალა. მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან მისვლისგან და დახურულ სივრცეებში მასობრივი თავშეყრისგან.
მსგავსი ინფორმაციები

თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა 07-2025
ალ-შარას ვიზიტი თურქეთში: სტრატეგიული თანამშრომლობა და რეგიონალური ბალანსი