ღაზის სექტორში 552 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა შევიდა
ღაზის სექტორში 552 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა შევიდა

ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს ღაზის სექტორში, სადაც ისრაელი 2023 წლის 7 ოქტომბრიდან გენოციდს სჩადის, 552 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა შევიდა.
ღაზის შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: "კვირა დილიდან ღაზის სექტორში 552 სატვირთო მანქანა შემოვიდა, მათგან 242 ღაზის ჩრდილოეთით გადავიდა".
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დახმარების სატვირთო მანქანებზე იყო საწვავი, სამედიცინო ნივთები და ძირითადი საკვები პროდუქტები, ასევე ბოსტნეული და ხილი.
აღინიშნა, რომ გრძელდება მცდელობები რეგიონში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ღაზის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია, რომ ღაზაში 600 ჰუმანიტარული სათვირთო მანქანა შევა, ხოლო რაფაჰის სასაზღვრო კარი გაიხსნება შეთანხმების ძალაში შესვლიდან 7 დღეში.