მორიგი შეხვედრა ბაქო-ერევანს შორის
მორიგი შეხვედრა ბაქო-ერევანს შორის

აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერების ხელმძღვანელობით საზღვრის დელიმიტაციის კომისიები ორი ქვეყნის საზღვარზე შეხვდნენ.
ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევისა და სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მე-11 შეხვედრა გაიმართა ორ ქვეყანას შორის საზღვარზე.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები დაიწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით და დასრულდება სომხეთ-აზერბაიჯან-ირანის საზღვრის გადაკვეთის წერტილში.
მხარეებმა განიხილეს საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოების სახელმძღვანელო პროექტები და შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრის თარიღი და ადგილი განისაზღვრება სამუშაო ჯგუფების დონეზე კონსულტაციების გზით.
მსგავსი ინფორმაციები

თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა 07-2025
ალ-შარას ვიზიტი თურქეთში: სტრატეგიული თანამშრომლობა და რეგიონალური ბალანსი