აჰმედ ალ შარა: „სირიელები დაბრუნდებიან სამშობლოში“

აჰმედ ალ შარა: „სირიელები დაბრუნდებიან სამშობლოში“

2229922
აჰმედ ალ შარა: „სირიელები დაბრუნდებიან სამშობლოში“

სირიის ახალი ხელისუფლების ლიდერმა აჰმედ ალ შარამ განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, 2 წელიწადში 14 მილიონი სირიელი დაბრუნდება თავის ქვეყანაში“.

ალ შარას თქმით რეჟიმის დამხობის შემდეგ დაბრუნების პროცესი დაჩქარდება.

Youtube-ს კონტენტ-შემქმნელ ჯო ჰათაბთან საუბრისას აჰმედ ალ შარამ თქვა, რომ 8 დეკემბერს ბაასის 61-წლიანი რეჟიმის დაცემის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული და ქვეყნიდან იძულებით გაქცეული სირიელები იწყებენ თავიანთ მიწაზე დაბრუნებას.

ალ შარამ ხაზი გაუსვა, რომ რეჟიმის დამხობით დასრულებული პროცესის განმავლობაში მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი არ გადაუადგილებიათ, პირიქით, ამ ადგილებში უფრო მეტი ადამიანი მოვიდა და ახლა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები პრობლემების გარეშე განაგრძობენ ცხოვრებას.

„დამხობილმა რეჟიმმა ქვეყნის ინსტიტუტები გამოიყენა ხალხზე ზეწოლისა და ავტორიტეტის გასაძლიერებლად“, განაცხადა შარამ და დასძინა, რომ რეჟიმმა ხალხი მტრად აქცია, ყველა ინსტიტუტი კი ხალხის ჩაგვრისთვის მუშაობდა.



მსგავსი ინფორმაციები