ირანმა ზოგიერთ ქალაქში უცხოელების ცხოვრება აკრძალა
ირანმა ზოგიერთ ქალაქში უცხოელების ცხოვრება აკრძალა
ქალაქ ბუშერში, სადაც ირანის ბირთვული ელექტროსადგური მდებარეობს, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ლტოლვილებს აეკრძალათ საცხოვრებლად დარჩენა და მუშაობა სადგურიდან 5 კილომეტრის რადიუსში.
ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ბუშერის გუბერნატორის მოადგილემ ეჰსან ჯაჰანიანმა გააკეთა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით.
გუბერნატორის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში ჯაჰანიანმა განაცხადა: "ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურიდან 5 კილომეტრის რადიუსში და ამ პროვინციის გენავეს, დეილემისა და ასელუიეს რაიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ლტოლვილებს ეკრძალებათ მუშაობა და ცხოვრება."
ჯაჰანიანმა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ლტოლვილს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეს რაიონები და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი საცხოვრებელი ნებართვები გაუქმდება და ისინი ქვეყნიდან გაძევებულნი იქნებიან.
ელექტროსადგურის მახლობლად მცხოვრებ ან მომუშავე ლტოლვილებთან დაკავშირებით ჯაჰანიანმა განაცხადა: "ბირთვული ელექტროსადგურის 5 კილომეტრის რადიუსში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისა და საცხოვრებლის აკრძალვის გამო, ლტოლვილებს არ აქვთ უფლება იცხოვრონ და იმუშაონ ბუშერის ისეთ რაიონებში, როგორიცაა ჰელილე და ბენდერგაჰი."
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო