აქტუალური თემის ანალიზი 51-2024

ასადი ჩამოაგდეს, რიგი PKK-აზეა

2222517
აქტუალური თემის ანალიზი 51-2024

აქტუალური თემის ანალიზი 51-2024

ასადი ჩამოაგდეს, რიგი PKK-აზეა

„უკვე გარკვეული დროა სირიის ტერიტორიაზე ვიმყოფები. პირადად ვხედავ, როგორ მიაღწია წარმატებას რევოლუციურმა პროცესმა ალეპოდან ჰამამდე, ჰომსამდე და საბოლოოდ დამასკომდე, და როგორ დაემხო ასადის რეჟიმი. 13 წლიანი გრძელი რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ, ასადი საბოლოოდ დაემხო და ოპოზიციამ შეძლო დამასკოს ჩათვლით ქვეყნის განთავისუფლება ირანისა და რუსეთის ბატონობისგან. თუმცა, ბევრი რამ ახლა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია ომით განადგურებული სირიის აღდგენა და ინკლუზიური, ყოვლისმომცველი მმართველობის ჩამოყალიბება. ამასთან ერთად, ევფრატის აღმოსავლეთი ისევ აშშ-ს მფარველობის ქვეშ მყოფი PKK ტერორისტული ორგანიზაციის კონტროლქვეშაა. თურქეთი და მისი მხარდამჭერი სირიის ეროვნული არმია (SMO) კი დიდ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან“, წერს,  პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი…

ჯან აჯუნი თემასთან დაკავშირებით შეფასებებს ასე აგრძელებს:

„დამასკოს, ოპოზიციის მიერ აღების შემდეგ მაშინვე გავემგზავრე სირიაში, რათა ადგილზე გავცნობოდი მოვლენების განვითარებას. პირადად ვხედავ, თუ როგორ მიაღწია წარმატებას რევოლუციურმა პროცესმა ალეპოდან ჰამამდე, ჰომსამდე და საბოლოოდ დამასკომდე და როგორ დაემხო ასადის რეჟიმი. 13 წლიანი გრძელი რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ, ასადი საბოლოოდ დაემხო და ოპოზიციამ შეძლო დამასკოს ჩათვლით ქვეყნის განთავისუფლება ირანისა და რუსეთის ბატონობისგან. თუმცა, ბევრი რამ ახლა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია ომით განადგურებული სირიის აღდგენა და ინკლუზიური, ყოვლისმომცველი მმართველობის ჩამოყალიბება. ამასთან ერთად, ევფრატის აღმოსავლეთი ისევ აშშ-ს მფარველობის ქვეშ მყოფი PKK ტერორისტული ორგანიზაციის კონტროლქვეშაა. თურქეთი და მისი მხარდამჭერი SMO კი დიდ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან.

27 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ალეპოს წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია ძალიან მოკლე დროში დასრულდა ასადის რეჟიმის ხელთ არსებული ქალაქების აღებითა და ათწლეულების მანძილზე არსებული სასტიკი დიქტატურის დამხობით. ოპოზიციამ მიაღწია უდიდეს სამხედრო წარმატებას, რასაც თვითონაც კი არ ელოდა. აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ რუსეთი უკრაინის ომშია, ხოლო ირანი და ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ ომში და ვეღარ შეძლეს ასადის მხარდაჭერა. საბოლოოდ, ასადის რეჟიმი რეალურად უკვე დასრულებული იყო და მხოლოდ რუსეთისა და ირანის ძალისხმევით ინარჩუნებდა თავის პოზიციას. ამ ორი საყრდენის გაქრობის შემდეგ, რეჟიმი მუხლებზე დაეცა. ოპოზიცია ახლა დამასკოში დროებით მთავრობას აყალიბებს და ცდილობს შექმნას ინკლუზიური, ყოვლისმომცველი ხელისუფლება. პირველი შთაბეჭდილებებით, ოპოზიცია უკვე სცდება უბრალოდ ორგანიზაციის ფარგლებს და მოქმედებს სახელმწიფოებრივი აზროვნებით, კავშირს ამყარებს საზოგადოების ყველა ფენასთან მომავლის მშენებლობისთვის. აქ, რა თქმა უნდა, წინა პლანზე გამოდის აჰმად ჰუსეინ ალ-შარას, იგივე ალ-ჯოლანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ჰეიათ თაჰრირ შამის (HTŞ) დაჯგუფება. რა თქმა უნდა, მათ წინაშე დიდი გამოწვევები დგას. თუმცა მჯერა, რომ თურქეთის დახმარებით შეძლებენ ამ გამოწვევების დაძლევას. თურქეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რევოლუციის დასაწყისიდანვე არ მიატოვა ოპოზიცია და მხარს უჭერდა მას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პირდაპირი თანამონაწილეა ამ გამარჯვებისა. შესაბამისად, მას ექნება პირველი გავლენა ახალი სირიის მშენებლობაშიც“.

რა მოხდება ევფრატის აღმოსავლეთში?

„ევფრატის აღმოსავლეთში PKK/YPG ისევ ცდილობს არსებობის გაგრძელებას აშშ-ს მფარველობის ქვეშ. ასადის რეჟიმის დამხობამ, ირანისა და რუსეთის დამარცხებამ თურქეთის მხარდაჭერილი ოპოზიციის მიერ, რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმა მიაყენა რეგიონში PKK-ს პროექტსაც. როდესაც ოპოზიციურმა ძალებმა 27 ნოემბერს ალეპოში შეტევა დაიწყეს, PKK კვლავ რეჟიმთან თანამშრომლობით ცდილობდა ტერორისტული დერეფნის შექმნას, თუმცა SMO-ს მიერ დაწყებული ოპერაცია „თავისუფლების განთიადით“ მოკლე დროში განადგურდნენ ამ რეგიონებში. ტელ-რიფატი და შეჰბას რეგიონი განსაკუთრებით PKK-ს მიერ 8 წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორია იყო, მაგრამ რუსეთის, ირანისა და ასადის რეჟიმის დაცვის მოხსნის შემდეგ, დაახლოებით 24 საათში გაწმენდილ იქა ეს ტერიტორიები. შემდეგ დაიწყო მემბიჯის ოპერაცია. მემბიჯი ორგანიზაციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონი იყო დასაცავად. თუმცა, ამ რეგიონის ბედიც არ განსხვავდებოდა ტელ-რიფატისგან - 48 საათში განადგურდნენ.

ასადის დამხობისა და დედაქალაქ დამასკოს აღების პროცესში, PKK-ს ელემენტებმა დეირ-ეზ-ზავრში და რაკაში გარკვეული ტერიტორიები დაიკავეს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყებისა და ოპოზიციის რეგიონში მისვლის შემდეგ უკან დაიხიეს. ამჟამად აღნიშნულ რეგიონებში მრავალი დემონსტრაცია იმართება, PKK კი ცდილობს ძალის გამოყენებით ჩაახშოს ეს სახალხო აჯანყებები.

რეალურად, 27 ნოემბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნათელი გახდა ასადის დამხობა, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) გენერალი მაიკლ ერიკ კურილა კამიშლიში და ჰასაკაში შეხვდა PKK-ს წარმომადგენლებს და მიუთითა, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გარკვეული დათმობები უნდა გააკეთოს თავისი მონაპოვრის შესანარჩუნებლად. ამ კონტექსტში, ტერორისტულმა ორგანიზაციამ დაიწყო სირიის რევოლუციური დროშის გამოყენება, გააუქმა ე.წ. საბაჟოები და დაპირდა გარკვეული არაბული რეგიონებიდან გასვლას. თუმცა, ეს შეთავაზებები არასაკმარისია თურქეთისთვის. მხოლოდ ის გზა იქნება მისაღები, სადაც PKK-ს ყველა მმართველი კადრი გავა სირიიდან და YPG განიარაღდება, ე.წ. ავტონომიური რეგიონი გაუქმდება, არაბული რეგიონები სრულად გათავისუფლდება, ხოლო ქურთულ რეგიონებს მართავენ ადგილობრივი ელემენტები მუნიციპალური კონტექსტში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ხნის მზადების ფარგლებში მყოფი, მასშტაბური სამხედრო ოპერაციები დაიწყება. ასე თუ ისე, PKK-სთვის სირიაში უკუთვლა დაიწყო. PKK-ს პროექტი რეგიონში დასრულდა. დარჩენილია ერთი კითხვა - ვინ გაიტანს ცხედარს. თუ აშშ არ გაიტანს, თურქეთი მზადაა“.



მსგავსი ინფორმაციები