თურქეთში თავშეფარებული სირიელები სამშობლოში ბრუნდებიან

თურქეთში თავშეფარებული სირიელები სამშობლოში ბრუნდებიან

2218566
თურქეთში თავშეფარებული სირიელები სამშობლოში ბრუნდებიან

სირიაში სამოქალაქო ომის დროს თურქეთში შეფარებული სირიელები 61-წლიანი ბაასის რეჟიმის დამხობის შემდეგ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებისთვის ჰათაის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ, ჯილვეგოზუში იყრიან თავს.

რეჰანლის რაიონის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შეკრებილი სირიელები საბაჟო პროცედურებს ელოდებიან.

სამშობლოში დაბრუნების მსურველთაგან ადემ მუჰამედ ზინიმ  თქვა: „გზა გაგვიხსნეს, ასადი წავიდა, ომი დამთავრდა. 10 წელი სტამბოლში ვიყავი. დიდი მადლობა თურქეთს და თურქ ხალხს, ძალიან გვეხმარებოდნენ“.

ალი ჰასიკო კი აღნიშნავს, რომ 12 წელია იმის მოლოდინში არიან, რომ როდის დაბრუნდებიან მშობლიურ ჰამაში.

თურქეთის მიმართ მადლიერების გამოხატვისას ჰასიკომ განაცხადა: „მადლობა თურქეთს, რომ ჩვენ შეგვიფარა“.

იბრაჰიმ ელ მუთა აცხადებს, რომ მისი 6-კაციანი ოჯახი ჰამაში დასაბრუნებლად ელოდება.

მან აღნიშნა, რომ 11 წელი თურქეთში იყო: „მადლობა ღმერთს, ომი დამთავრდა. თურქეთი კარგია, მაგრამ ჩვენი სამშობლო სირიაა“.

სირიაში 27 ნოემბერს რეჟიმის ძალებსა და საპირისპირო შეიარაღებულ ჯგუფებს შორის შეტაკებები გამწვავდა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქ დამასკოში 7 დეკემბერს შეჭრილ ჯგუფებს მოსახლეობამაც დაუჭირა მხარი, რის გამოც რეჟიმმა დაკარგა კონტროლი დედაქალაქში და სხვა მრავალ რეგიონში.

გუშინ ბაათის პარტიის 61-წლიანი მმართველობა დასრულდა, ხოლო რეჟიმის ლიდერი ბაშარ ასადი  დედაქალაქიდან გაიქცა.



მსგავსი ინფორმაციები