სირიის ეროვნულმა არმიამ მანბიჯი PKK/YPG-ს ოკუპაციისგან გაათავისუფლა
სირიის ეროვნულმა არმიამ მანბიჯი PKK/YPG-ს ოკუპაციისგან გაათავისუფლა
სირიის ეროვნულმა არმიამ (SMO) მუნბიჯის ნაჰია, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის მიერ იყო ოკუპირებული, გაათავისუფლა.
ოპერაციის ფარგლებში SMO-მ გაწმინდა მუნბიჯის დასავლეთით მდებარე ურეიმეს დასახლება და ჩრდილოეთით მდებარე უმ დადათის სოფელი, შევიდა რაიონის ჩრდილოეთ და დასავლეთ მონაკვეთში და დაეუფლა რაიონის კონტროლს.
სირიის ეროვნულმა არმიამ ამით, გაათავისუფლეს მდინარე ევფრატის დასავლეთით არსებული ტერორისტული კვანძი.
ნაჰიაში ამ დრომდე მიმდინარეობს ნაღმებისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფის სამუშაოები.
სირიის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე აბდურაჰმან მუსტაფამ X სოციალურ ქსელზე გაკეთებულ პოსტში მიესალმა ხალხს და სირიის ეროვნულ არმიას, რომელმაც გაათავისუფლა მანბიჯის ნაჰია და მისი სოფლები PKK/YPG-ს ტერორისტული ორგანიზაციისგან, რაც სირიის სუვერენიტეტის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული