ჰაქან ფიდანი გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა
ჰაქან ფიდანი ბრიუსელში ასევე შეხვდა სხვა კოლეგებსაც
2217002
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, რომელიც ბრიუსელში მიმდინარეობს, თავის ბერძენ კოლეგას გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები, ასევე რეგიონული საკითხები.
ფიდანი გუშინ ასევე შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს მელანი ჯოლის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხოსე მანუელ ალბარესს.
შეხვედრებზე განხილული იყო სირიის ვითარება, ღაზა და უკრაინაში არსებული მდგომარეობა.