თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება
თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება
![თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/b408/87d2/b6ad/674ea8c74f1ca.jpg?time=1737460528)
თბილისში გამართულ აქციებზე, რამდენჯერმე გამოყენებული ცრემლსამდენი გაზის შემდეგ პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო.
მთავრობის მიერ საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 28 ნოემბერს შეჩერების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად დაწყებულ აქციებს გუშინ ღამით დედაქალაქ თბილისში ათასობით ადამიანის შეიკრიბა მოჰყვა, რის შედეგადაც სიტუაცია პოლიციასთან რამდენჯერმე დაიძაბა.
პოლიცია ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა აქციის მონაწილეების ჩახშობას, რომლებიც პარლამენტის შენობის წინა ნაწილის დაკავებას ცდილობდნენ და ნაღმებსა და ქვებს ესროდნენ.
შემდეგ მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის მახლობლად, შოთა რუსთაველის გამზირზე, ბარიკადები გაშალეს და პოლიციას საღებავები, ქვები, მინის ბოთლები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.
პოლიციის ჯგუფებმა მომიტინგეების თავდასხმებს ცრემლსამდენი გაზით უპასუხეს.
მიმდინარე აქციის დროს რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:00 საათზე შოთა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს, ხოლო ასობით მომიტინგე ილია ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართა.
მომიტინგეების ერთი ჯგუფი კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აგრძელებს ლოდინს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ის ანგარიშიდან გაკეთებულ განცხადებაში პოლიციის მხრიდან პარლამენტის შენობის წინ მყოფი მომიტინგეებისადმი წინააღმდეგ დამოკიდებულება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედება, გამოხატვის თავისუფლებაზე და საპროტესტო აქციის უფლებაზე თავდასხმაა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ აქციის ზოგიერთმა ჯგუფმა ძალადობრივ ქმედებებს მიმართა.
მსგავსი ინფორმაციები
![ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/355e/10cd/6c86/678e2ec8642ff.jpg?time=1737460528)
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო