ანკარა-ათენს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
ანკარა-ათენს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
თურქეთსა და საბერძნეთს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება.
ორი ქვეყნის დელეგაციებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში „პოზიტიური დღის წესრიგის“ მორიგი სხდომა გამართა.
დღეს ასევე გაიმართება ორ ქვეყანას შორის „პოლიტიკური დიალოგის“ სხდომა.
ორივე სხდომას თურქეთის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი მეჰმეთ ქემალ ბოზაი ხელმძღვანელობს.
გუშინდელ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის „ჭკვიანი ქალაქების“ საკონკურსო ჰაკათონზე განაცხადების მიღება დაიწყო.
კონკურსის მიზანია თურქ და ბერძენ ახალგაზრდებს შორის ინოვაციის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობა.
კონკურსის ფინალი 2025 წლის 20 თებერვალს თურქეთში გაიმართება. დაგეგმილია საპრიზო ცერემონიალიც, რომელიც 27 თებერვალს ათენში გაიმართება.
მეორეს მხრივ, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა ათენში გამართული მე-4 თურქულ-ბერძნული მედიისა და აკადემიის ფორუმს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მიმართა.
ალთუნმა ხაზი გაუსვა თურქეთსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას და დიალოგის არხის ღიაობის მნიშვნელობას.
„ჩვენი ამოცანაა პრობლემები სხვებთან კი არა, ერთმანეთთან განვიხილოთ“, - განაცხადა მან და აღნიშნა, როგორც თურქეთს საბერძნეთი, ასევე საბერძნეთს თურქეთი სჭირდება.
კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გასულ წელს ათენში, 7 წლის შემდეგ განხორციელებული ვიზიტი პოზიტიური დიალოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს დადებითი იმპულსი სამომავლოდაც გაგრძელდება.