ჰაქან ფიდანმა სირიაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა
ჰაქან ფიდანმა სირიაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენების რაიმე გარე ჩარევით ახსნა ამ ეტაპზე შეცდომა იქნებოდა.
ჰაქან ფიდანმა დედაქალაქ ანკარაში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაქჩისთან გამართული შეხვედრის შემდეგ სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მინისტრმა ფიდანმა აღნიშნა, რომ მათ იმსჯელეს სირიაში ბოლო დროის მოვლენებზე და განაცხადა: „სირიაში მიმდინარე მოვლენების გარე ჩარევით ახსნა ამ ეტაპზე შეცდომა იქნებოდა. ეს სირიის შესახებ სიმართლის არ მოსურვეთა თავშესაფარია, შეცდომაა“.
ფიდანმა აღნიშნა, რომ ასტანის პროცესმა შეაჩარა ადგილებზე მიმდინარე ცხელი და ინტენსიური შეტაკებები, რაც მიზნად ისახავდა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის წინსვლას.
ფიდანმა განაცხადა, რომ სირიაში ფართომასშტაბიანი შეტაკებების განახლების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის ურთიერთდაკავშირებული პრობლემები 13 წელზე მეტია გადაუჭრელია. მან „შეცდომად“ მოიხსენია სირიული ოპოზიციის კანონიერი მოთხოვნების იგნორირება და რეჟიმის მიერ პოლიტიკურ პროცესში გულწრფელი ჩართულობის ნაკლებობა.
ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ფართომასშტაბიანმა თავდასხმებმა ხელახლა გააღვივა შიდა ომი, და ხაზი გაუსვა, რომ ყველა შესაბამისი მხარე არაერთხელ გააფრთხილეს ამ საკითხებზე.
ფიდანმა განაცხადა: „ბოლო მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დამასკოსთვის აუცილებელია შერიგება საკუთარ ხალხთან და კანონიერ ოპოზიციასთან. თურქეთი მზადაა გაუწიოს ამ მიმართულებით ყველა საჭირო დახმარება“.
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული