დმიტრი პესკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

დმიტრი პესკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

2216103
დმიტრი პესკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ გააგრძელებენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერას.

დმიტრი პესკოვმა დედაქალაქ მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

სირიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პესკოვმა განაცხადა: „ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ბაშარ ასადის მხარდაჭერას. შესაბამისად, ვაგრძელებთ კონსულტაციებს და ვაკეთებთ სიტუაციის ანალიზს. სიტუაციის სტაბილიზაციისთვის განისაზღვრება საჭირო პოზიცია“.

პესკოვმა გერმანიის კანცლერის კიევში ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ გაუგზავნია შეტყობინება ოლაფ შოლცისთვის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის.

გერმანიის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ პესკოვმა თქვა: „ფრონტის მდგომარეობა ნათელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ინტერესების დაცვას“.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას პესკოვმა უარყო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.

კრემლის პრესსპიკერმა საქართველოს მდგომარეობა უკრაინის მაიდანის მოვლენებს შეადარა და განაცხადა: „აქ სიტუაციის დარღვევის მცდელობები სახეზეა. მსგავსს ზოგიერთ ქვეყანაში ვნახეთ. ეს უკრაინაში მაიდანის მოვლენებს გვაგონებს. ყველა ნიშანია იმისა, რომ იქ ხორციელდება ნარინჯისფერი რევოლუცია. საქართველოს ხელისუფლება ღებულობს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისა და სიმშვიდისთვის“.



მსგავსი ინფორმაციები