საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს

2214025
საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.

დედაქალაქ თბილისში პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარი დამტკიცდა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ აღიარეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, პარლამენტში არ შესულან, ამიტომ კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი „ქართული ოცნების" დეპუტატები იღებდნენ მონაწილეობას.

პარლამენტის 85 დეპუტატიდან, საპრეზიდენტო არჩევნების 14 დეკემბერს ჩატარებას 80-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადება 29 დეკემბერს გაიმართება.

კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტის თავჯდომარე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით იქნება არჩეული.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, ხოლო არჩევნები 14 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, პარლამენტის შენობაში გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები