ისრაელის არმიის მიერ ლიბანის სამხრეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის არმიის მიერ ლიბანის სამხრეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის არმიის მიერ ლიბანის სამხრეთში მდებარე ქალაქ სურის სხვადასხვა რეგიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება ისრაელის არმიის მიერ ქალაქის ცენტრზე, მარეკეზე, ბასზე, ბაზურიეზე და აინ ბაალზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ.
განცხადების თანახმად, 5 რეგიონზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა.
სურის ქალაქის ცენტრზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა.
ბასის გზაზე განხორციელებული თავდასხმის დროს კი 7 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა.
დაღუპულთა იდენტიფიკაციისთვის დნმ-ტესტი ჩატარდება.
ისრაელის მიერ აინ ბაალის რეგიონზე განხორციელებულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 12 დაშავდა.
მარეკეს რეგიონში 9 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, ბაზურიეზე განხორციელებულ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა.