ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ აღიარებს ICC გადაწყვეტილებას
ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ აღიარებს ICC გადაწყვეტილებას
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ICC გადაწყვეტილებას მისი და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.
ნეთანიაჰუმ ვიდეო განცხადებაში გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
ნეთანიაჰუმ, რომელმაც სასამართლო "მიკერძოებულად" მიიჩნია, განაცხადა, რომ სასამართლომ მას და გალანტს "წარმოსახვითი ბრალდებები წაუყენა".
ისრაელის პრემიერს თქმით, გადაწყვეტილება არის "ანტისემიტური" და ისინი "არ დაემორჩილებიან ზეწოლას".
ნეთანიაჰუმ ბრალდებები წაუყენა ICC-ის მთავარ პროკურორს კარიმ ხანს და მოსამართლეებს და განაცხადა, რომ არ აღიარებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, ICC-მ გასცა დაპატიმრების ორდერი ნეთანიაჰუსა და გალანტის წინააღმდეგ ღაზის სექტორში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული