კატარის ემირი დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

კატარის ემირი დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

2209890
კატარის ემირი დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

კატარის ემირი შეიხი თამიმ ბინ ჰამედ ალ-თანი დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა.

პრეზიდენტი ერდოღანი ალ-თანის ანკარაში ოფიციალური ცერემონიით დახვდება, რის შემდეგად ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

პრეზიდენტი ერდოღანი და ალ-თანი თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეათე შეხვედრას დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ყოვლისმომცველი განხილვა.

კატარის ემირის ვიზიტს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისრაელის, ჰამასის და ღაზას ფრონტზე მიმდინარე მოვლენების შეფასების თვალსაზრისით.



მსგავსი ინფორმაციები