ჰაქან ფიდანი: „თურქეთი გააგრძელებს ‘ახალციხელი თურქების’ მხარდაჭერას“

ჰაქან ფიდანი: „თურქეთი გააგრძელებს ‘ახალციხელი თურქების’ მხარდაჭერას“

2210184
ჰაქან ფიდანი: „თურქეთი გააგრძელებს ‘ახალციხელი თურქების’ მხარდაჭერას“

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველანაირი მხარდაჭერის გაწევას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული და რაოდენობით 500 ათასს მიღწეული თურქი მესხებისთვის.

მინისტრ ფიდანი სოციალური მედიის პლატფორმა, X-იდან ახალციხელი თურქების სამშობლოდან გადასახლების წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაახლოებით 100 ათასი თურქი მესხი 1944 წლის 14 ნოემბერს გადაასახლეს მათი საუკუნოვანი სამშობლოდან - საქართველოს ახალციხის რეგიონიდან და ამ პროცესში დაღუპულთათვის ღმერთს მათი სულებისთვის წყალობას სთხოვს.

ფიდანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთი იზიარებს ყველა თურქი მესხის ტანჯვასა და ტკივილს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სამშობლო. იგი ამბობს, რომ თურქეთი ყველანაირად ხელს უწყობს ახალციხელი თურქების დაბრუნებას საკუთარ სამშობლოში, აკვირდება მათ მდგომარეობას ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო პლატფორმების, ასევე საქართველოს ხელისუფლების ჩართულობით.

ფიდანი ასევე აცხადებს, რომ თურქეთი ახორციელებს პროექტებს საქართველოში მცხოვრები ახალციხელი ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათი ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ასევე უზრუნველყოფენ სტიპენდიებით ახალციხელი ახალგაზრდების განათლებას.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთმა მრავალ თურქ მესხს გასცა განსაკუთრებული მოქალაქეობა და გრძელვადიანი ბინადროების ნებართვა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მათ მრავალი თურქი  მესხი ჩამოიყვანეს თურქეთში.

ბოლოს, ფიდანი ამბობს, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველანაირი მხარდაჭერის გაწევას 500 ათასამდე თურქი მესხისთვის, რათა შეინარჩუნონ მათი ეროვნული ერთობა და თვითმყოფადობა და გადასცენ ეს მომავალ თაობებს.



მსგავსი ინფორმაციები