ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ ცნობენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, სადაც მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, გუშინ თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
დიღმის რაიონში სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და მთავრობას "გაყალბებაში" ადანაშაულებენ.
ოპოზიციის ლიდერებმა მოითხოვეს არჩევნების ხელახლა ჩატარება და აღნიშნეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველდღე გააგრძელებენ აქციების გამართვას სხვადასხვა ადგილას.
ოპოზიციური საარჩევნო ბლოკების "კოალიცია ცვლილებებისთვის", "ერთობა საქართველოს გადასარჩენად" და "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა, რომლებმაც არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თავიანთ გამოსვლებში განაცხადეს, რომ დღეს კვლავ შეიკრიბებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან.
დემონსტრანტებმა, რომლებიც ელოდებიან სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საარჩევნო ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეზე, მოუწოდეს სასამართლოს იყოს "სამართლიანი".
შემდეგ კი დემონსტრანტებმა გამართეს მსვლელობა, დროებით გადაკეტეს რამდენიმე გამზირი და ქუჩა და სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. აქცია საღამოს საათებში დასრულდა.
26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნებამ" 53.93%-ით გაიმარჯვა.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" მეორე ადგილზე გავიდა 11.03%-ით, "ერთობა საქართველოს გადასარჩენად" მესამე ადგილზე 10.16%-ით, "ძლიერი საქართველო" მეოთხე ადგილზე 8.81%-ით და "გახარია საქართველოსთვის" მეხუთე ადგილზე 7.77%-ით.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ ცნეს არჩევნების შედეგები, რადგან ამბობენ, რომ მოხდა გაყალბება.
ზურაბიშვილმა 27 ოქტომბერს განაცხადა: "ჩვენ გავხდით მოვლენის მსხვერპლი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ რუსული სპეცოპერაცია. ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენეს ჰიბრიდული ომის ახალი სახეობა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში და ისინი, ვინც არ ცნობენ არჩევნებს, "ცდილობენ ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნას".
საქართველოს პროკურატურამ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული "გაყალბების" ბრალდებებზე.