რა შემთხვევაში არ უპასუხებს ირანი ისრაელს?

რა შემთხვევაში არ უპასუხებს ირანი ისრაელს?

2206012
რა შემთხვევაში არ უპასუხებს ირანი ისრაელს?

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უპასუხებს მათზე განხორციელებულ თავდასხმებს, თუმცა პასუხის ტიპი და ინტენსივობა შეიძლება შეიცვალოს, თუ ისრაელი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.

მასუდ ფეზეშკიანმა სიტყვით გამოვიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დედაქალაქ თეირანში.

ფეზეშკიანმა ყურადღება გაამახვილა ისრაელის აგრესიულ პოზიციაზე რეგიონში და შეახსენა, რომ აშშ-მ და ევროპელმა ლიდერებმა დაპირდნენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, თუ ირანი არ მოახდენდა რეაგირებას ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე.

„ჩვენი მთავრობის პირველ დღეებში სიონისტური რეჟიმი იყო მხარე, რომელმაც გააღვივა ომი ჰანიეს მკვლელობით. ზოგიერთი ქვეყნის რჩევით, ჩვენ ზომიერად მოვიქეცით უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების მკვლელობის შეჩერების იმედით, თუმცა ისრაელმა გააძლიერა თავისი დანაშაულები“, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ფეზეშკიანმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა უპასუხებს ისრაელის უკანასკნელ თავდასხმას, განაცხადა: „თუ ისინი გადახედავენ თავიანთ ქმედებებს, მიიღებენ ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვეტენ უდანაშაულო და ჩაგრული ხალხის მკვლელობას რეგიონში, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენი პასუხის ტიპსა და ინტენსივობაზე“.



მსგავსი ინფორმაციები