ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

2205387
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰეზბოლასთან ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას "მნიშვნელოვანია ისრაელს ჰქონდეს მისი განხორციელების უნარი".

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუ დასავლეთ იერუსალიმში შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტის უფროს მრჩეველს ეიმოს ჰოხშტეინს და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კოორდინატორს ბრეტ მაკგურკს.

შეხვედრაზე, ჰეზბოლასთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ნეთანიაჰუმ განაცხადა: "მთავარი საკითხი არ არის ქაღალდზე დაწერილი ესა თუ ის შეთანხმება, არამედ ისრაელის უნარი და გადაწყვეტილება განახორციელოს შეთანხმება და აღკვეთოს მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ ლიბანიდან მომავალი ნებისმიერი საფრთხე. ეს უზრუნველყოფს (ისრაელის ჩრდილოეთით გადაადგილებული) ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებას სახლებში."

ნეთანიაჰუ 29 ოქტომბერს შეხვდა მინისტრებსა და მაღალი რანგის სამხედრო მოხელეებს, რათა განეხილათ ლიბანში ჰეზბოლასთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის გზები.

ადგილობრივ პრესასთან საუბრისას, ისრაელის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, განაცხადა, რომ ისრაელის არმია ლიბანში სახმელეთო თავდასხმებთან დაკავშირებით "ახლოსაა დასასრულთან".

აღნიშნულმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ შესაძლოა დაასრულოს სახმელეთო თავდასხმები ლიბანში "1-2 კვირის განმავლობაში".

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ 30 ოქტომბერს ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "მომდევნო დღეებში ან საათებში" შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის.


საკვანძო სიტყვები: #ჰეზბოლა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები