ერაყის ჩრდილოეთში მორიგი ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია განხორციელდა
ერაყის ჩრდილოეთში მორიგი ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია განხორციელდა
თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთით კერძოდ კი ჰაკურკში, გარაში, კანდილსა და სინჯარში ტერორისტების სამიზნეების წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული საჰაერო ოპერაცია განხორციელდა. ოპერაციის ფარგლებში წარმატებით განადგურდა ტერორისტების კუთვნილი 34 სამიზნე. საჰაერო ოპერაციის დროს მრავალი სამიზნე და ათეულობით ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ორი ე.წ. ლიდერთაგანი.
საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „მოსახლეობის და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების აღმოსაფხვრელად PKK/KCK-ს და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალების თვალსაზრისით, გაეროს 51-ე მუხლის ფარგლებში, 24 ოქტომბერს ერაყის ჩრდილოეთში მორიგი საჰაერო ანტიტერორისტული ოპერაცია განხორციელდა. საჰაერო ოპერაციის შედეგად განადგურდა მრავალი სამიზნე და განეიტრალდა მრავალი ტერორისტი“.