ერაყი: „ღაზასა და ლიბანში მიმდინარე ომმა შესაძლოა ახალი კონფლიქტები გამოიწვიოს სხვა რეგიონებშიც“
ერაყი: „ღაზასა და ლიბანში მიმდინარე ომმა შესაძლოა ახალი კონფლიქტები გამოიწვიოს სხვა რეგიონებშიც“
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუად ჰუსეინმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების გაგრძელებამ ღაზის სექტორსა და ლიბანში შესაძლოა რეგიონში ახალი კონფლიქტები გამოიწვიოს.
ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, ევროპული ტურის ფარგლებში ჰუსეინი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა კოორდინაციის საკითხი ისრაელის მიერ ღაზასა და ლიბანზე განხორციელებული თავდასხმების მიმართ ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად.
შეხვედრისას ჰუსეინმა განაცხადა, რომ ომის გაგრძელებამ ღაზასა და ლიბანში შესაძლოა სხვა რეგიონებშიც ახალი კონფლიქტების წარმოშობა გამოიწვიოს.
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი ზეწოლის განხორციელება ისრაელზე.
ცნობისათვის, ჰუსეინმა 16 ოქტომბერს დაიწყო ევროპული ტური, რომელიც მოიცავს ირლანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, ხორვატიასა და საფრანგეთს.