სტამბოლი, სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს

სტამბოლი, სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს

2199890
სტამბოლი, სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ხვალ  აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს „სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის“ შეხვედრის ფარგლებში უმასპინძლებს.

ხვალ, სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მესამე შეხვედრა სტამბულში გაიმართება.

შეხვედრას, რომელსაც უმასპინძლებს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, დაესწრებიან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაკჩი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, შეხვედრაზე განიხილავენ შესაძლო ნაბიჯებს რეგიონში სტაბილურობის დამყარებისა და კეთილდღეობის გაზრდისთვის.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრის ბოლოს მონაწილე ქვეყნები გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას.

განცხადებაში სავარაუდოდ ხაზი გაესმება რეგიონის ქვეყნებს შორის პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრის მნიშვნელობას და მხარეები აიღებენ ვალდებულებას გააძლიერონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სატრანსპორტო დერეფნები.



მსგავსი ინფორმაციები