რუსეთის საჰაერო იერიშს სირიაში მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
რუსეთის საჰაერო იერიშს სირიაში მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
რუსული სამხედრო თვითმფრინავების საჰაერო იერიშების შედეგად სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იდლიბის პროვინციაში ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.
ოპოზიციის საავიაციო სადამკვირვებლო პუნქტის ინფორმაციით, გუშინ ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე, ლატაკიაში მდებარე ჰმეიმიმის საავიაციო ბაზიდან აფრენილმა 3-მა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა იდლიბზე 4 საჰაერო იერიში განახორციელა.
სირიის სამოქალაქო თავდაცვის (თეთრი ჩაფხუტების) ინფორმაციით, აინშიბის სოფელში სადურგლო სახელოსნოზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ბოლო 4 დღის განმავლობაში რუსეთმა იდლიბში 27 წერტილზე განახორციელა საჰაერო იერიშები.
შეგახსენებთ, რომ 2017-2020 წლებში თავდასხმების გამო დაახლოებით 2 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე რეგიონებში გადასახლებულიყო.