ფალსიფიცირებული ალკოჰოლით ათეულობით ადამიანი დაიღუპა
ფალსიფიცირებული ალკოჰოლით ათეულობით ადამიანი დაიღუპა
ირანში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
ირანული სტუდენტური საინფორმაციო ქსელის (SNN) ინფორმაციით, მაზანდარანის ოსტანის მედიცინის გენერალურმა დირექტორმა ალი აბასიმ განაცხადა, რომ ოსტანში მეთილის სპირტით გამოწვეული მძიმე მოწამვლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით, დაღუპულთაგან 18 მამაკაცი და სამი ქალია.
მაზანდარანის ოსტანის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა რასულ ზაფერმენდმა აღნიშნა, რომ მეთილის სპირტის მოხმარების შედეგად მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოს 284-მა ადამიანმა მიმართა.
ექიმების თქმით, მათგან 4-მა მხედველობა დაკარგა, 81 კი დიალიზზე იმყოფებოდა თირკმლის უკმარისობის გამო.
ცნობისათვის, ირანში სადაც ალკოჰოლის გამოყენება აკრძალულია, მსგავსი შემთხვევები ხშირია.
მსგავსი ინფორმაციები
ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს