ირანმა წუხელ ისრაელზე „ნამდვილი დაპირება -2“ -ის სახელწოდების სარაკეტო შეტევა განახორციელა
ირანმა წუხელ ისრაელზე „ნამდვილი დაპირება -2“ -ის სახელწოდების სარაკეტო შეტევა განახორციელა
ირანმა წუხელ ისრაელზე „ნამდვილი დაპირება -2“ -ის სახელწოდების სარაკეტო შეტევა განახორციელა.
ისრაელის არმიის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანას ირანიდან რაკეტები ესროლეს.
რაკეტების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაქალაქ თელ-ავივის თაოსნობით სირენების ხმა გაისმა და ხალხს მოუწოდეს „გაითვალისწინონ გაფრთხილებები და უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ". ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის დასრულების შემდეგ ადამიანებს შეეძლოთ დაეტოვებინათ თავშესაფრები და უსაფრთხო ტერიტორიები.
ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ჰაგარიმ თქვა, რომ ირანის თავდასხმების გამო ისინი „განგაშზე“ არიან გადასული როგორც თავდაცვით, ისე შეტევის პოზიციაზე და დაამატა: „ამ (რაკეტების) გასროლას შედეგები მოჰყვება. გვაქვს გეგმები, შერჩეულ ადგილზე და დროს დავიწყებთ მოქმედებას“.
კითხვაზე „განხორციელდება თუ არა შეტევა ირანზე უახლოეს მომავალში“ ჰაგარიმ უპასუხა, რომ „უმაღლეს დონეზე არიან მომზადებული“.
თავდასხმების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში ვიდეო მესიჯი გამოაქვეყნა.
იგი ამტკიცებდა, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმა "წარუმატებელი იყო" და მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაშვებული რაკეტების დაბლოკვის მხარდაჭერისთვის.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანმა "დიდი შეცდომა დაუშვა" სარაკეტო თავდასხმით და რომ თეირანი "გადაიხდის ფასს" ამის გამო.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში ასევე განაცხადა, რომ ირანის მთავრობამ „წითელი ხაზი გადალახა“ და ამის შესახებ არ გაჩუმდებიან.
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ კი აღნიშნა: „ჩვენ ათობით რაკეტა გავუშვით ისრაელის მიმართულებით და თუ ისინი საპასუხო მოქმედებებს განახორციელებენ, ჩვენი სამიზნე კიდევ ერთხელ გახდებიან“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წუხელ თავდასხმა განხორციელდა ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ, რომლის დროსაც დაიღუპა ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა და ირანელი გენერალი აბას ნილფურაშანი. თავდასხმებთან დაკავშირებით მეორე განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციაში სახელწოდებით "ნამდვლი დაპირება-2" "ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე სტრატეგიული სამხედრო ობიექტები იქნა მიზანში ამოღებული და სამიზნეები დაბომბილი იქნა 90 პროცენტიანი წარმატებით, მიუხედავად იმისა, რომ დაცული იყო ფართომასშტაბიანი თავდაცვის სისტემებით“.
ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაეროში ასევე გაავრცელა გზავნილი ამ თემაზე სოციალურ ქსელში.
მასში ნათქვამია, რომ ირანმა გასცა "ლეგალური, გონივრული და ლეგიტიმური პასუხი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ ქმედებებს" და რომ ისრაელი თავს დაესხა ირანის მოქალაქეებს და დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ კანონიერი უფლებების საფუძველზე უპასუხა ისრაელის აგრესიას და თქვა: "ჩვენ არ ვართ აგრესიულები, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს მუქარას ვუპასუხოთ. ნუ შეხვალთ კონფლიქტში ირანთან".
მეორეს მხრივ, იორდანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების გაშვებისას, ნამსხვრევები ჩამოვარდა დედაქალაქ ამანში, ბელკაში, ზერკასა და მადიბაში და კერაკის პროვინციებში, რის შედეგადაც 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მსგავსი ინფორმაციები
ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა