ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიში განხორციელდა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიში განხორციელდა

2193195
ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიში განხორციელდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში,  ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე კატიუშას რაკეტებით იერიში განხორციელდა.

ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA-ს მიერ უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი კატიუშას რაკეტა ჩამოვარდა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის ცარიელ ტერიტორიაზე, ხოლო მეორე რაკეტა დაეცა იმავე რაიონში განთავსებულ ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის ავტოსადგომში.

აღნიშნული თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ არიან.

მეორეს მხრივ, უსაფრთხოების ძალებმა აღმოაჩინეს რაკეტის გასაშვები დანადგარი ერთ-ერთ მანქანაში ბაღდადის ამირიეს რაიონში.



მსგავსი ინფორმაციები