ისრაელმა სირიასა და ლიბანს შორის სასაზღვრო კარზე შეტევა განახორციელა
ისრაელმა სირიასა და ლიბანს შორის სასაზღვრო კარზე შეტევა განახორციელა
2192981
ისრაელის არმიამ, სირიასა და ლიბანს შორის სიდეით იაბუსის სასაზღვრო კარზე შეტევა განახორციელა.
ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის არმიის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთით სასაზღვრო კარს დაარტყეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები და მომხდარის ადგილას სასწრაფო დახმარების მანქანები გაიგზავნა.
სასაზღვრო კარი, რომელზეც თავდასხმა მოხდა, ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთს სირიის დედაქალაქ დამასკოსთან აკავშირებს.