ავტოსაგზაო შემთხვევა ირანში

არის მსხვერპლი

2188323
ავტოსაგზაო შემთხვევა ირანში

ირანში, იაზდის ოსტანში, ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა.

ირანის მუშათა საინფორმაციო სააგენტოს (ILNA) ცნობით, ავარიის შესახებ ინფორმაცია იაზდის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მუჰამედ აშიქიმ მიაწოდა.

აშიქიმ თქვა: „შუაღამეს საგენდის გზატკეცილზე სოფელ რობატთან ავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა“.

მთავრობის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ინციდენტის მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა, აღნიშნა, რომ დაშავებულები რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები