ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

2184699
ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ს 21 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

ანტიტერორისტული ოპერაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს მიღმა მტკიცედ გრძელდება.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის 21 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

სამინისტროს განცხადებით, სირიის ჩრდილოეთში ევფრატის ფარის და ზეთის ხილის ტროს სახელწოდების ოპერაციების რეგიონში PKK/YPG-ს 15 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

თავის მხრივ, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ჩრდილოეთში კერძოდ კი ავაშინის რეგიონში PKK-ს 5 ტერორისტი, ხოლო კანდილის რეგიონში განხორციელებული მორიგი საჰაერო ოპერაციის შედეგად კიდევ 1 PKK-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.



მსგავსი ინფორმაციები