ერაყის ჩრდილოეთში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა

ერაყის ჩრდილოეთში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა

2182722
ერაყის ჩრდილოეთში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა

ერაყის ჩრდილოეთით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს განადგურდა 20 სამიზნე, მათ შორის ლიკვიდირებული იქნა პასუხისმგებელი დონის ტერორისტებიც.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო ოპერაცია ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელდა ერაყის ჩრდილოეთით მდებარე მეტინას, ზაპის, გარას, ჰაკურკის, კანდილისა და ასოსის რაიონებში.

განადგურდა 20 სამიზნე გამოქვაბულები, ბუნკერები, თავშესაფრები, საწყობები და ობიექტები, რომლებსაც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია იყენებდა.

აღინიშნა, რომ განადგურებულ სამიზნეებს შორის იყვნენ პასუხისმგებელი დონის ტერორისტებიც.

განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციაში გამოყენებული იქნა მაქსიმალური რაოდენობის ადგილობრივი და ეროვნული საბრძოლო მასალა, ასევე აღნიშნულია: „ამ ოპერაციის დროს მიღებული იქნა ყველა სახის სიფრთხილის ზომა უდანაშაულო ადამიანების, მეგობრული ელემენტების, ისტორიული და კულტურული ფასეულობების და გარემოს დაზიანების თავიდან ასაცილებლად“.



მსგავსი ინფორმაციები