ისრაელში ნეთანიაჰუს მთავრობას აპროტესტებენ

ისრაელში ნეთანიაჰუს მთავრობას აპროტესტებენ

2182263
ისრაელში ნეთანიაჰუს მთავრობას აპროტესტებენ

ისრაელში ასობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა, რომლებსაც არ სურთ ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში ტყვეების გაცვლის შეთანხმების ხელმოწერა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ღაზის სექტორში 6 ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს, დაიწყო საპროტესტო აქციები ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის წინააღმდეგ, რომლებსაც ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შეთანხმების საბოტაჟში ადანაშაულებენ.

დემონსტრაციების ცენტრი იყო დედაქალაქ თელ-ავივში მენაჩემ ბეგინისა და კაპლანის ქუჩები, სადაც თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.

აქციის ორგანიზატორმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ თელ-ავივში საპროტესტო აქციებში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში მონაწილეთა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა.

ღაზის სექტორში მყოფი ისრაელელი მძევლების ახლობლებმა და ხელოვანებმა სცენაზე ისაუბრეს და გააკრიტიკეს ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის "გულგრილობა და არმონდომება პატიმრების გაცვლის შეთანხმების მიმართ".

ისრაელის უმსხვილესი პროფკავშირის „ჰისდატრუტი“-ს პრეზიდენტმა არნონ ბარ-დევიდმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა იქნება.

„ხვალ ისრაელი არ წავა სამუშაოდ, დაიხურება პორტები, ქარხნები, ოფისები“. - თქვა მან.

მომიტინგეებს ისრაელის დროშებით ხელში ასევე ეჭირათ ბანერები, პლაკატები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

მომიტინგეები დოლებითა და სასტვენებით, აკეთებდნენ მოწოდებას ისრაელელი პატიმრების რაც შეიძლება მალე სახლებში დაბრუნების შესახებ.

აქ გამართული აქციის შემდეგ ჯგუფები ქალაქის მთავარი გზებისკენ გაემართნენ.

რკინის ბარიერების მიღმა განლაგებული ისრაელის პოლიცია ცდილობდა დემონსტრანტების გავლისთვის ხელი შეეშალა.

მხარეებს შორის ბევრ ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა.

დემონსტრანტებმა, რომლებმაც გადალახეს პოლიციის ბარიერები სხვადასხვა მიმართულების გავლის გზით, გადაკეტეს ქალაქის მთავარი არტერია, აიალონის გზატკეცილი, ორმხრივი მოძრაობისთვის.

აქციის მონაწილეებმა ავტომაგისტრალის ბევრ წერტილში ცეცხლი დაანთეს და ისროდნენ ფეიერვერკებს.

ისრაელის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცხენოსანთა ჯგუფები და ხმის ბომბები გამოიყენა.

პოლიციამ თელ-ავივში 15 ადამიანი დააკავა.

თელ-ავივში, ჰაიფას და დასავლეთ იერუსალიმში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ მსვლელობებსა და საპროტესტო აქციებზე მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და მძევლების დაბრუნებას.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ჰაიფაში, გადაკეტეს გზაჯვარედინი ქალაქის ცენტრში და ცეცხლი დაანთეს. აქაც ისრაელის პოლიციასა დემონსტრანტებს შორის ჩხუბი მოხდა.

გარდა ამისა, თელ-ავივში დემონსტრანტებმა გადაკეტეს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი ცალმხრივი მოძრაობისთვის და გზაზე საბურავები დაწვეს.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო აქცია , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები